logo
ENG



ივანიშვილის რუსული ნონეტი - დროება

09 ოქტ 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

ღიად პრორუსული პარტიების ახლოს ყოლა ივანიშვილის სტილია. არაფორმალური მმართველობის ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ პრორუსული პარტიაც საკუთარი ჰყავდეს, ოთხ ვითომ განდგომილს 5 დაუმატა და პარლამენტში სიდიდით მესამე ფრაქცია შექმნა. ამ ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა მაინც შეინარჩუნა პრორუსულ ძალასთან კოალიციური ერთობით. ასე მივიღეთ საქართველოს ისტორიაში პირველი ანტიდასავლური, ავტომატურად პრორუსული კოალიციური მმართველობა.


close დახურვა