Bloomberg Billionaires Index-ის 10 აპრილის მონაცემებით, "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5,15 მილიარდი შეადგინდა.
ივანიშვილის ქონებამ გაზრდა აპრილის თვიდან დაიწყო. მანამდე, მარტის თვის პერიოდში ის ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან „ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ის რეიტინგში 339-ე პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა", - იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის სიაში სულ 500 მილიარდერია.