სულ მალე კონგრესში რუსული კანონის შესახებ დისკუსია დაიწყება. ბოლო ერთ თვეში მეორედ ჰელსინკის კომისიაში აგენტების კანონი და მისი ანტიდემოკრატიული ეფექტი განიხილება. უკვე ამოქმედებული სანქციების პირველი ტრანშისა და მორიგი შეზღუდვების მოლოდინში, ოლიგარქი ამერიკასთან კიდევ უფრო მტრულ პოლიტიკაზე გადადის. ივანიშვილის გუნდი ამერიკის ელჩს იმის გამოც უტევს, რომ კითხვები დასვა ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით. საპასუხოდ ოცნებამ ეჭვქვეშ დააყენა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და გაიმეორა კრემლისტური შეთქმულება, აგვისტოს ომის შესახებ.
ივანიშვილის ხელისუფლების ანტიამერიკული პოლიტიკა
20 ივნ 202420:07
3 წუთის საკითხავი