ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 100 მილიონი ჩარიცხა.
გადარიცხული თანხა ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა და მთლიანობაში ქვეყანას Covid-19-თან საბრძოლველად ფონდში 124 543 899 ლარი აქვს.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 211 შემთხვევა ფიქსირდება. 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული. 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4559 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 ადამიანია.