მხატვარ გია ბუღაძეს პროპორციული საარჩენო სისტემის ამოქმედება გარდაუვალ პროცესად მიაჩნია, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს გზა, რითაც ხელისუფლებას ამ პროცესის შეჩერება შეუძლია.
გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა", წამყვანის კითხვაზე, თუ რა რესურსი აქვს ივანიშვილს, პროპორციული საარჩევნი სისტემა შეაჩეროს, ბუღაძე განმარტავს, რომ არსებობს დაშინების გზა.
"ვერ ვხედავ უნარს, მათ ეს შეძლონ, მაგრამ არსებობს ტყუილის და დაშინების გზა. ეს გამოიყენეს ზუგდიდში და მთელ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. შედეგიც გამოიღო ამან. ადამიანი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, დასვეს პრეზიდენტად", - აღნიშნა ბუღაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისებური მიდგომები, რომელიც ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა და ზუსტად ამიტომ ხშირად არასწორ დასკვნებს აკეთებს.
"ივანიშვილი სქემური ფორმულებით აზროვნებს, მაგალითად თავებს ითვლის. 5 500 შეიძლება დაითვალოს აქციაზე, რადგან ვერ აზროვნებს ისე, როგორც ქართულ რეალობაში უნდა დაითვალო. აქ ხარისხით უნდა დაითვალო და არა რაოდენობრივად. როდის იყო, ბრძოლაში ქართველი მტერს რაოდენობრივად ჯობნიდა?! თუმცა გამარჯვებას ხშირად მოვიპოვებდით. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ ერთი ადამიანი, სულ მცირე, სამია, როცა ამ ქვეყნიდან მიდის. იგივე დემნა გვასალია, მაგალითად, სად გავიდა ეს დევნილი ბიჭი! მე მისი თაყვანისმცემელი ვარ", - განმარტა ბუღაძემ.
გია ბუღაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში რუსული ხელი ურევია და ივანიშვილმა სწორედ საბჭოური მეთოდებით შეძლო მთელი ძალაუფლების მოპოვება.
"არის გამოთქმა პუტინის შესახებ, რომ ყოფილი კაკებეშნიკი არ არსებობსო. ისინი მოღალეტეებს საერთოდ ვერ იტანენ. მე კი მაქვს შეგრძნება, რომ მისი ეშინიათ მასზე დამოკიდებულ ადამიანებს. მათ ეშინიათ იმის, რომ პუტინი დასჯის. აქ საგარეო ფაქტორი თამაშობს დიდ ნაწილს. გაბაშვილს აქვს თავის ნაწარმოებში ძალიან კარგად აღწერილი მსგავსი ფაქტი, როცა შიშის ფაქტორი მნიშვნელოვანია ხოლმე. ვგრნობ რომ ეს შიშის ფაქტორი მუშაობს აქაც. ივანიშვილს და მის ჯგუფს ზუსტად ამის ამუშავება სურს და იმ ტენდენციის შექმნა, რომ ქართველს ჰქონდეს განცდა, არაფერის გაკეთება არ შეუძლია. ივანიშვილმა შექმნა ბოლოს გარკვეული კორუფციული და კრიმინალური ელიტა, ამიტომ ვფიქრობ დიდ გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი",-განაცხადა ბუღაძემ.