logo
ENG



ივანიშვილს არასდროს არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად - ვოლსკი

15 ნოე 201915:46
3 წუთის საკითხავი
 
ng07h0bei75ybvf.png

ბიძინა ივანიშვილს არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად - ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოველენებს უმრავლესობის წერვი გია ვოლსკი. მისი თქმით, პროპროციული სისტემის მოწინააღმდეგეებისთვის რამდენიმე არგუმენტი იყო და ეს არგუმენტი საკმაოდ მნიშვნლოვანი აღმოჩნდა. მან მაგალითად მოლდოვის გამოცდილება მოიყვანა. 

"ხვალ იქნება განხილვა მოსაზრებების, რომელიც საპარლამენტო თანამდებობებს ეხება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ვანიშვილს არასდროს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად. ადამინების რაოდნება არ იყო საკმარისი, რათა პროპროციული არჩევნები ჩავარდნილიყო, მაგრამ ადამიანების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა კოლეგების ბულინგი მიმდინარეობს, საკმაოდ გაიზარდა. ამის გარდა, მინდა მოგაგონოთ ის მძიმე შედეგი, რაც მიიღო მოლდოვამ და ესეც გახდა არგუმენტი იმ ხალხისთვის, რომელიც მსჯელობდა ამ საკითხზე. მოლდოვაში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა პრორუსული მთავრობა. ამიტომ მთავარია საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი",-აცხადებს ვოლსკი. 


close დახურვა