logo
ENG



ივანიშვილს ეშინია ხალხის... როცა მქალაქეები გარეთ დგანან, დათმობაზე მიდის-ბოკუჩავა

14 ნოე 201915:14
3 წუთის საკითხავი
 
l0x5tn3whpqfr2x.jpg

"ნაციონალური მოძრსობის" წევრი თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტში მოვლენები მშვიდად ვერ განვითარდება. როგორც ბოკუჩავამ "ფორმულას" განუცხადა, მოქალაქეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით გარეთ უნდა გავიდნენ. დეპუტატმა "ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილის მონებად მოიხსენია. 

"წარმოუდგენელია, რომ პარლამენტში მოვლენები მშვიდად განვითარდეს. პარლამენტმა ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა, რადგან ერთადერთი დაკვეთა არ შეასრულეს. არავინ არ იყიდის იმ მასხარაობას, რაც შექმნეს ივანიშვილის დაკვეთით. წარმოუდგენელია, რომ დაჩი ბერაიამ, ხუნდაძემ და კოპალიანმა გამოიჩინონ ის პრინციპულობა და წავიდნენ თავიანთი მამა-მარჩენალის წინააღმდეგ, რადგან ისინი არიან მონები. დაგვრჩენია ისღა, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ივანიშვილს ეშინია ხალხის და დათმობაზე მიდის მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეები დგანან გარეთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 


close დახურვა