logo
ENG



ივერი მელაშვილი მასზე თავდასხმას ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებს

02 თებ 202117:44
3 წუთის საკითხავი
 
ივერი მელაშვილი მასზე თავდასხმას ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებს

ივერი მელაშვილი მასზე თავდასხმას ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებს. 

ფორმულას მან უთხრა: 

"რაც გუშინ მოხდა, არ იყო ფიზიკური, ეს იყო სიტყვიერი თავდასხმა, მკვეთრი ფორმით გამოხატული. ამაში მე ვადანაშაულებ ხელისუფლებას, მის მიერ წარმოებული პროპაგანდის შედეგია ის, რაც მოხდა გუშინ". - თქვა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილს თავს 1-ლ თებერვალს, ალტა ოქეიში დაესხნენ. მოქალაქე ბაქარ ადამიამ მას მოღალატე უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. 

28 იანვარს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მხარდამჭერები. თავდასხმები ხდებოდა რუსული IP მისამართებიდან. კარტოგრაფების წინააღმდეგ მუშაობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. ზოგიერთმა მღვდელმსახურმა ძალადობაც გაამართლა


close დახურვა