logo
ENG



"ვინმემ არ გაბედოს მისი დადანაშაულება" - არქიმანდრიტი მელაშვილზე თავდამსხელს გამოესარჩლა

01 თებ 202122:44
3 წუთის საკითხავი
clock 2181
2021/02/01/7q1aubdjjt90003.png

არქიმანდრიტი ილარიონი ივერი მელაშვილზე თავდამსხმელს, ბაქარ ადამიას გამოესარჩლა. 

მედიაში გავრცელებულ თავდასხმის კადრებზე მან ადამიას დამცველი კომენტარები დაწერა. 

"ვინმემ არ გაბედოს ამ ახალგაზრდა კაცის დადანაშაულება! იმედია, მალე, ასეთ "უხერხულობებს" უახლოეს 10 წელი მაინც აერიდება", - დაწერა სასულიერო პირმა. 

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენერთერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. 

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. მაგალითად, ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მხარდამჭერები. ამის დამადასტურებელი 100-ზე მეტი სქრინი პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. 


close დახურვა