logo
ENG



ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

13 მაი 202416:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/pxh9erza55wtl5v.jpg

ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ინფორმაციით, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.

მისი თქმით, ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

"ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.

ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მოსწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის", - წერს ბრაგვაძე.


close დახურვა