logo
ENG



იზიუმში გამოჩნდება ჯობსის, გოლდა მეირის ქუჩები - ისინი საბჭოთა-რუსულ ტოპონიმებს ჩაანაცვლებენ

27 დეკ 202208:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/sb1iau1sjs3gqw5.jpg

რუსეთისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში "ტოპონიმების დერუსიფიკაციის" ფარგლებში სახელები გადაარქვეს რამდენიმე ქუჩას, რომელიც ცნობილი რუსი და საბჭოთა მოღვაწეების სახელებს ატარებდა. ქალაქის მერი ვლადიმირ მაცოკინი ფეისბუქზე წერს, რომ სახელების გადარქმევის ბრძანება უკვე რიგით მესამეა.

გარდა იმისა, რომ ქალაქში ცნობილი უკრაინელი მოღვაწეებისა და ომში დაღუპული იზიუმელების სახელობის ქუჩები გაჩნდება, შეხვდებით ასეთ ქუჩებსაც:

  • ვლადიმირ ვისოცკის ქუჩა გახდა სტივ ჯობსის ქუჩა (Apple-ის დამფუძნებელი);
  • პანფილოვის ქუჩა გახდა გოლდა მეიერის ქუჩა (ისრაელის პრემიერმინისტრი, რომელიც კიევში დაიბადა);
  • პუტიინის ქუჩა გახდა რომან შუხევიჩის ქუჩა (უკრაინის მეამბოხეთა არმიის მეთაური);
  • ვიქტორ ცოის ქუჩა გახდა კუზმა სკრიაბინის ქუჩა (უკრაინელი როკ-მუსიკოსი, რომელიც 2015 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა).

გარდა ამისა, იზიუმი იმითაც არის ცნობილი, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს ჯონ ლენონის სახელი მიანიჭეს. მანამდე ის ლენინის სახელობის იყო.


close დახურვა