logo
ENG



იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 ცხედარი იპოვეს

10 მაი 202212:01
3 წუთის საკითხავი
 

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ქვეშ 44 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"დროებით ოკუპირებულ იზიუმში ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ნახევარში გაანადგურეს, დაღუპულების 44 ცხედარი იპოვეს. ეს მორიგი საშინელი სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ", - წერს სინეგუბოვი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. სამხედრო ობიექტების გარდა, რუსეთი ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა