თუ რამე იციან ახლა ივანიშვილის რუსულ ოცნებაში ის არის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ფიქრი სრული ბოდვაა - პროპაგანდისტული ილუზიაა, რომელსაც პირველი არაფერი აქვს საერთო საზოგადოების განწყობასთან, აცდენილი ედისონის კვლევასთან და რაც მთავარია ახლოსაც არ არის იმ შიდა კვლევასთან, რომელიც მაგიდაზე უდევთ. არ ვიცით ამ კვლევას უმალავენ თუ აცნობეს კლანის მმართველ ივანიშვილს, მაგრამ ფაქტი ერთია - შუშის კოლბით და დამცავი ბადით მოსიარულეს ხმაში რიხი აკლია. ჭარბი ნდობაც დიდი ხნის წინ გააცამტვერა - მოედნებზე ძალით და ხათრით შეკრებილი მოქალაქეები ხშირად ტაშსაც არ უკრავენ.
ახლა მთვარი გასაკეთებელი ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს და დარწმუნებული ვარ გააკეთებს. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას კი 24 საათიან რეჟიმში მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს - რაც შიძლება მეტი მოქალაქე დაარწმუნოს იმაში რომ არჩევნების დღეს სახლში არ დარჩეს.