logo
ENG



ითხვისი ნგრევის საფრთხის წინაშე

28 მარ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

ნგრევის საფრთხის წინაშე მყოფი სოფელი და პანიკა, რომელსაც დასახლებაში მხოლოდ ივანიშვილის ნათესავები არ იზიარებენ. ჭიათურის სოფელ ითხვისში ადგილობრივებს განგაში აქვთ და დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სახლები მასობრივად მანგანუმის მოპოვების სამუშაოების გამო იბზარება და ათეულობით ოჯახს ნგრევის შიშით ცხოვრება ან გაქცევა უწევს. ერთი სახლი უკვე ჩამოშლილია, მეორე ოჯახს ნივთები გამოაქვს. სოფელში ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის და გულო ივანიშვილიც, მაგრამ მას არც პრეტენზიები აქვს და არც თანასოფლელების პროტესტს უერთდება. 


close დახურვა