logo
ENG



ილვესი: თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო გამოიყენება სანქციების ასარიდებლად - იქნება იზოლაცია

15 აგვ 202219:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/15/pp0p9zshducs1wj.jpg

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ილვესის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად გამოიყენება, რეაგირება იქნება იზოლაცია.

"თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკის ხმასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება, ის პასუხობს: "იზოლაცია!"


close დახურვა