logo
ENG



ილია II ისრაელის ელჩს შეხვდა, მან მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო

09 ნოე 202318:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/qclqhpc91gj4vey.jpg

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდნენ. მათი თქმით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.

საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.

"საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთანავე, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.

ისრაელის ელჩმა, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა