logo
ENG



ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

07 დეკ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ვკითხულობთ პატრიარქის სამძიმრის წერილში. 

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წერტილად მიიჩნევა. ასევე დაბობმვის შედეგად დაჭრილია კიდევ რამდენიმე ქართველი მბერძოლი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 


close დახურვა