logo
ENG



ილია მეორე: გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად დაფუძნდა ფონდი - მოწყალე სამარიტელი

14 ოქტ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
32koafnd19glyqw.jpg

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ დაფუძნდა ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ხალხსა და ხელმოკლე სტუდენტებს დაეხმარება.

"დაფუძნდა ფონდი "მოწყალე სამარიტელი" გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა, თვეში შემოიტანს ამ ფონდში ერთ ლარს... იმედი მაქვს, ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს", - განაცხადა ილია მეორემ.

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქმა იქადაგა.


close დახურვა