logo
ENG



ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ გაიმართება

25 დეკ 202002:14
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/yuzb1cm9bvakp47.jpg

კორონავირუსის პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.

ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული:

"მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში.

ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და "მოწყალებისა კარი განგვიღე".

ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა