სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კლინიკაში სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის საშუალო სიმძიმისაა, თუმცა დაკვირვებას საჭიროებს. საკრებულოს დეპუტატი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
„მდგომარეობა იყო მძიმე მიოკარდიუმის ინფაქტი, ჩაუტარდა კორონაროგრაფია სტენტირებით. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიურ ბლოკში. დღეს მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მიმდინარეობს მონიტორინგი, ველოდებით დინამიკას“,-განაცხადა კარდიოლოგმა, თამარ ჭიხორიამ.