logo
ENG



ილიას უნივერსიტეტის ლექტორს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის ასამართლებენ

31 იან 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

ილიას უნივერსიტეტის ლექტორს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის ასამართლებენ. გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ  18 დეკემბერს ლუკა სირაძის მხარდამჭერ აქციაზე შეურაცხმყოფელი სიტყვები, გამოძიებამ რამდენიმე თვის შემდეგ გაუხსენა. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დანაშაულის ნიშნებს მუმლაძის ქმედებაში ვერ ხედავენ უფლებადამცველები და აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იქცეოდა.

მუმლაძე მის მიმართ გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს,  ის 31 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაზეც დააკავეს , სადაც პოლიციელები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

31 დეკემბრის ეპიზოდში სასმართლომ ლექტორი გაამართლა, თუმცა მუმლაძემ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის გამო სახელმწიფო ინსპექტორს საჩივრით მიმართა. მას დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მუმლაძე სიმართლის პოვნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ეცდება. თუმცა დაისჯება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სამართლის ლექტორი უცნობია. სასამართლო სხდომა 4 თებერვლისთვის გადაიდო, სწორედ იმ დღეს როდესაც პარლამენტთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.


close დახურვა