logo
ENG



ილიაუნის პროფესორები: თუკი სტუდენტები შეაჩერებენ სასწავლო პროცესს, ჩვენ შევუერთდებით მათ

11 მაი 202421:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/4k73iqfilvgv6l8.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდებიან მათ პროტესტს.

პეტიციაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ის ღირებულებები, რომლებსაც სტუდენტებს ასწავლიან, "აზრს კარგავს."

"ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა.

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა