logo
ENG



იმედის ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე ჩხენკელს ამილახვარი შეცვლის

19 მარ 202323:05
3 წუთის საკითხავი
clock 1276
2023/03/19/krrp3d2helhxxgx.jpg

იმედის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამილახვარი ამჟამად პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

ჩხენკელი მინისტრად პირველად 2017, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა. რაც შეეხება ამილახვარს, ის მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების სიითაა.

შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.


close დახურვა