იმერეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს.
როგორც "ფორმულას" კლინიკაში უთხრეს, 17-ვე საწოლი შევსებულია, შესაბამისად, ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებენ. ისინი, სავარაუდოდ, ზუგდიდში გადაიყვანეს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 321 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.