logo
ENG



იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები ხვალ ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

14 მარ 202121:25
3 წუთის საკითხავი
clock 15162
2021/03/14/il47v5blsv34c5x.jpg

ხვალ, 15 მარტს საქართველოში ვაქცინაცია იწყება. კორონავირუსზე პირველი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინფექციურ საავადმყოფოში, პირდაპირ ეთერში აიცრება. 

დილის 08:45 საათზე იმნაძის შემდეგ ინფექციურში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.

11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე.

პირდაპირ ეთერში აიცრებიან დილის 10:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და ექიმი ილია ნაკაშიძე. ექიმები საჯაროდ აიცრებიან ქუთაისსა და თელავში. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა