logo
ENG



იმნაძე: აცალეთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს მუშაობა

26 მარ 202016:33
3 წუთის საკითხავი
 
z0yhfadt54cvvtu.png

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეპიდემიოლოგებს მუშობის საშუალება მისცენ.

„ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ ავადმყოფებზეა ლაპარაკი, არა თუ მოსახლეობაში იყოს გამოკვლევა. ჩვენ ყველას ვუკეთებთ ტესტებს ვინც კი საჭიროა. ჩემი კოლეგები ახალგაზრდა თანამშრომლები, რომელთაც არაფრის ეშინიათ, ხახაში უნდა ჩაჩხარონ ჩხირები ტესტის აღებისას და მათ ავადმყოფები სახეში ახველებენ, ეს ბუნებრივი რეაქციაა. აცალეთ მათ მუშაობა“, - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა