logo
ENG



იმნაძე: დინამიკას მომდევნო 2 კვირაში შევაფასებთ და პიკურ პერიოდზე შემდეგ ვისაუბრებთ

02 აპრ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

დინამიკას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევაფასებთ და პიკურ პერიოდზე შემდეგ ვისაუბრებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინსიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეშფოთების საფუძველი უკვე დიდი ხანია არსებობს და საგანგებო მდგომარეობაც სწორედ ამიტომ გამოცხადდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ექიმის ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კოვიდიანი პაციენტი, ეს ნიშნავს, რომ ის უნდ დაიხუროს? პირიქით ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად არც ერთ პროტოკოლში სამედიცინო პერსონალი, რომელიც უნდა იყოს დაცული მისი კონტაქტი ინფიცირებულ დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად, ეს არის სამედიცინო პერსონალი, ის აგრძელებს მუშაობას", - აცხადებს პაატა იმნაძე. 


close დახურვა