„ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს - შეგვიძლია წყნარად ვიყოთ“, - ამის განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აკეთებს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულებთან, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და სხვებთან კონტაქტს მოერიდონ.
„მივმართავ იმათ, ვინც არის ახალი ჩამოსული და კონტაქტები ჰქონდა შესაძლო დაინფიცირებულებთან, მოერიდონ თავიანთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და თუ თვითიზოლაციაში არიან დაიცვან წესები, რომლებიც საჭიროა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე,
stopcov.ge-ზე ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 418 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი რჩება.