მთავრობის დღევანდელ სხდომას, სადაც პრემიერმა კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა ქვეყანა მთლიანად საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს და აიკრძალოს დიდი თავყრილობები. იმნაძის განმარტებით, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.
„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.