logo
ENG



იმნაძე: ნიუ-იორკში კორონავირუსით 64 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

31 მარ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

 

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით საზღვარგარეთ კორონავირუსით კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. როგორც იმნაძე განმარტავს, შემთხვევა ნიუ-იორკში მოხდა, მისივე თქმით, გარდა კორონავირუსისა, პაციენტს სხვა თანხმლები დაავადებააც აღენიშნებოდა.

სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა ჩვენი თანამოქალაქის გარდაცვალებისა საზღვარგარეთ. ეს არის ნიუ-იორკიში მცხოვრები მამაკაცი 64 წლის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა ორივე შემთხვევაში აქ იყო გარდა კოვიდისა თანმხლები დაავადებები“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

 


close დახურვა