დაახლოებით, 80% უკვე ბრიტანული შტამითაა გამოწვეული, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმის, რომ უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და ჩვენ გარშემოც ვატყობთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ავად, ეს არის ბრიტანული შტამის დამახასიათებელი თვისება.
საბედნიეროდ არ გამოჩენილა არც ე.წ. სამხრეთაფრიკული, არც ბრაზილიური შტამი ჯერჯერობით არ დაგვიჭერია, ასე ვთქვათ, ინდური შტამიც ჯერჯერობით არ დაგვიჭერია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე მეთვალყურეობა მიდის, სულ კეთდება გარკვეული რაოდენობის საეჭვო შემთხვევების გენეტიკური ანალიზი.
თუმცა საქართველო დედამიწაზეა. ის, რაც დედამიწაზე ხდება, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოვა. ახლა მიღებულია საკმაოდ მკაცრი წესები, ინდოეთიდან შემომსვლელი უნდა იყოს აუცილებლად PCR ცნობით, აქაც PCR უკეთდება და მიუხედავად ამისა, ორკვირიან კარანტინს გადის ყველა ჩამოსული, თუნდაც ვაქცინირებული.