logo
ENG



იმნაძე: საქართველოში ბრიტანული შტამის საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია

01 აპრ 202118:05
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: საქართველოში ბრიტანული შტამის საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 70-ზე მეტი შემთხვევაა. 

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამი

"ბრიტანული შტამის საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც სამხრეთ აფრიკული შტამი, არც ბრაზილიური შტამი ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება. ახლაც მიდის საეჭვო ფაქტების გამოკვლევა", - აცხადებს პაატა იმნაძე. 

 

 


close დახურვა