დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახალ ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი არის პაციენტი, რომელიც გარეთ არ გადაადგილდებოდა, თუმცა მას მოკვლევა უტარდება.
იმნაძის თქმით, სხვა პაციენტების კონტაქტები გარკვეულია.
"ერთი შემთხვევაა ამ ეტაპზე რომლის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი გადაადგილდებოდნენ გარეთ. განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდებით მოკვლევას. დანარჩენები ვიცით, მათ შორის არის მარნეულთან დაკავშირებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.