logo
ENG



იმნაძე: ფაიზერით შეიძლება ორსულების აცრა, სინოვაკით და სინოფარმით ჯერჯერობით - არა

27 ივლ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/27/6ce9mi2yxx6tku6.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ორსულების აცრა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. 

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, იმნაძის თქმით, ვიდრე კლინიკური კვლევები არ დასრულდება, მანამდე სინოფარმით და სინოვაკით ორსულები ვერ აიცრებიან.

"​ფაიზერს ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულის აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსული. დღევანდელი სიტუაციით, ფაიზერზე შეიძლება ორსულების აცრა, სინოვაკით და სინოფარმით ჯერჯერობით - არა", - თქვა იმნაძემ.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.

ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი, მათგან ორჯერადად აცრილია -
142 254, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა. 


close დახურვა