logo
ENG



იმნაძე: ყველა რეკომენდაციაზე გათვლაა, რა მოხდება ორი კვირის შემდეგ

10 აპრ 202013:13
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მაოდგილის პაატა იმნაძის განცხადებით, რეკმენდაციები გაიცემა სიტუაციის შესაბამისად.

როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა რეკომენდაციაზე ორკვირიანი გათვლაა.

„ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვიძლევით როგორია სიტუაცია, რას მოველით ორი კვირის მერე. დღეს რასაც ახლა ვაკეთებთ შედეგს ვიღებთ ორი კვირის მერე. აქამდე რასაც ვაკეთებდით, გათვლილი იყო რა მოხდებოდა ორი კვირის შემდეგ. ამიტომ, დაველოდოთ სიტუაციას და ყველა რეკომენდაცია თავის დროზე იქნება“, - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა