დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნახევარი დელტა შტამია.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, ქვეყანაში ასევე დადასტურდა დელტა პლუს შტამის ორი შემთხვევა, რომელიც დელტა შტამის მსგავსად, სწრაფად ვრცელდება.
"თბილისში 50%-ზე მეტიც შეიძლება იყოს [დელტა შტამი], აჭარაშიც ასეა, დანარჩენ საქართველოში სადღაც 40%-ია. ასე, რომ დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა, დღეს არის დელტა შტამით გამოწვეული, მათ შორის დელტა პლუსი, რომელიც ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. ასეთი უკვე ორი შტამია და ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია მეორე კვირაა, რომ ჩვენთან დელტა პლუსის შტამი დაფიქსირებულია", - თქვა იმნაძემ.
27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.
ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი, მათგან ორჯერადად აცრილია -
142 254, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა.