დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე სომხეთისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეთავაზება სომხეთისთვის უკვე გაკეთებულია.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.