logo
ENG



იმნაძე - ბავშვები კორონავირუსს ადვილად იტანენ, თუმცა შეიძლება გამავრცელებლები გახდნენ

17 მარ 202023:24
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, კორონავირუსზე საუბრისას ბავშვებისა და ორსულების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც იმნაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, დღემდე არსებული სტატისტიკის მიხედვით, ორსულები და ბავშვები მაღალი რისკის კატეგორიაში არ შედიან. თუმცა, მისივე განმარტებით, სიფრთხილე აუცილებელია, რადგან ბავშვები დაავადებას ადვილად იტანენ და შეიძლება, ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ.

„ჩინეთის გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ბავშვები არ ავადდებოდნენ, თუმცა იყო 1000-მდე 15 წლამდე ასაკის ბავშვების დაინფიცირების შემთხვევა. აქედან დაახლოებით 500 5 წლამდე და 500 ხუთ წელს ზევით. არ დაფიქსირებულა არც ერთი ლეტალური შემთხვევა. ანუ ბავშვები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ამ დაავადებას ადვილად იტანენ, თუმცა ბავშვები შეიძლება გახდნენ გამავრცელებლები, რადგან ისინი ადვილად იტანენ, მსუბუქად აქვთ დაავადება. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, საბედნიეროდ განსხვავდება ბევრი სხვა ვირუსისგან, იგივე H1N1-სგან, სადაც რისკი მაღალია. ამ შემთხვევაში ორსულებიც არ არის არც ერთ დღემდე გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციაში, როგორც მაღალი რისკი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა