დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონავირუსი რეინფიცირების 20-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
იმნაძის თქმით, საქართველოშიც მოძიებულია "ასე ვთქვთ, ასეთი შემთხვევები".
"რეინფიცირება ძალიან საინტერესო საკითხია, არსებობს ამაზე პუბლიკაციები მსოფლიოში, იქ არის 2 ათეულამდე შემთხვევა დადასტურებული, რაც მსოფლიო ლიტერატურაში გამოქვეყნდა. ჩვენთანაც მოძიებულია, ასე ვთქვთ, ასეთი შემთხვევები და ამისათვის საჭიროა რომ მოიძიოს, როცა პირველად დაუდასტურდა, მაშინდელი ნიმუში და როცა მეორედ დაუდასტურდა, მაშინდელი ნიმუში, მოხდეს ამ ნიმუშების გენეტიკური ანალიზი და დამტკიცდეს, ეს ნამდვილად არის თუ არა კორონავირუსი და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუ ზუსტად ერთნაირები არიან. ასე რომ, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ახლა უნდა ჩატარდეს გენების თანმიმდევრობის დადგენა", - განაცხადა იმნაძემ.
რეინფიცირებაზე პაატა იმნაძემ 5 იანვარსაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში შესაძლო რეინფიცირების 10-მდე შემთხვევას სწავლობენ.