დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, თბილისში კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას.
"ჩვენთან და სამინისტროს ვებ-გვერდზეა ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტები. კარავიც შეიძლება ჩავდგათ", - განუცხადა ფორმულას იმნაძემ.
კორონავირუსზე შესამოწმებლად უფასო ტესტირების კარვები უკვე განთავსებულია ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას - დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 3695 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 1534 პაციენტი, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.