დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, შესაძლო რეინფიცირების 10-მდე შემთხვევას სწავლობენ.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ამის დადგენა საკმაოდ რთული საქმეა, მსოფლიოში კი სულ რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული.
"მოძიებული იქნა გენეტიკური ნიმუშები ამ პაციენტების და უნდა შესწავლილი იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ ითქვას, ეს ხომ არ არის... ყველა ვარიანტში ცოტათი გენეტიკური ცვლილება მოხდებოდა, თუ ეს არის რეინფიცირება.
ეს არ არის ადვილი საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც უნდა იყოს დამყარებული ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე", - თქვა იმნაძემ.
