ახალი საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც, კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი, ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით უკეთეს პირობებში დგება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შემოტანილი აღჭურვილობა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა, თუმცა ჩამონათვალში, არ შედის ნედლეული, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს ესაჭიროებათ. ამის გამო კი მაგალითად საქართველოში დამზადებული პირბადე, იმპორტულზე ძვირი გამოდის. შეღავათი არ ეხება, არც წარმოებისათვის საჭირო დანადგარებს. პარალელურად არ წყდება იმ პირბადეების კრიტიკა, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით დამზადდა. ოპონენტებს კითხვები აქვთ არა მარტო მის ფასთან, არამედ ხარისხთან დაკავშირებითაც.
ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრების ახალი ბრძანებით ქვეყანას ვირუსთან საბრძოლველად საჭირო მზა აღჭურვილობის შემოტანა უფრო იაფი უჯდება ვიდრე ადგილზე დამზადება. 1 აპრილის ბრძანების მიხედვით, სამედიცინო პირბადეების შემომტანი კომპანიები ადგილობრივი მეწარმეებისგან განსხვავებით დღგ-სგან თავისუფლდებიან. კომპანია „დაკოტექსტილის“ ხელმძღვანელის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ფაბრიკას ხარჯები იზრდება, რის გამოც მუშაობას ვერ გააგრძელებენ.
ხელისუფლებას ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას ურჩევს ოპოზიცია. „ევროპული საქართველომ“ აღნიშნული გეგმა ხელისუფლებას უკვე შესთავაზა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, რის გამოც შეღავათების დაწესება მნიშვნელოვანია.
სამკერვალო ფაბრიკების რთულ მდგომარეობის გარდა ოპოზიციის კითხვები უკვე დამზადებულ პირბადეებზეც აქვს. მათი თქმით, გაუგებარია რატომ ჯდება ლარი და 8 თეთრი დაგვიანებით დამზადებული პირბადეები.
საქართველოში დამზადებული პირბადეების დეფიციტი ქვეყანაში უკვე არის. მოსახლეობის ნაწილი კი რომელმაც შეძენა უკვე მოასწრო ხარისხით უკმაყოფილოა.
საქართველოში წარმოებულ პირბადეებსა და მათი ეფექტურობის შესახებ განმარტებების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროსაც მოუწია. ნებართვა სწორედ სამინსიტროს გაცემულია.
სააფთიაქო ქსელში პირველი ეტაპზე 400 ათასი ქართული წარმოების პირბადე შევიდა. რამდენად შეძლებენ სხვა კომპანიები პირბადეების დამზადებას ჯერ კიდევ გაურკვეველია.