პატრიოტთა ალიანსმა პარტიის მიერ ჩატარებული მარტი-აპრილის აუდიო გამოკითხვის შედეგები წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე.
როგორც ინაშვილი ამტკიცებს, კითხვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს, პასუხი გამოკითხულთა 30%-მა გასცა.
ინაშვილის თქმით, 30%-დან უმრავლესობამ მხარი სწორედ პატრიოტთა ალიანსს დაუჭირა. ინაშვილის განცხადებით, მეორე ადგილზე იყო ქართული ოცნება და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო ნაციონალური მოძრაობა.
