logo
ENG



ინდოეთის თქმით, ტრეფიკინგის მსხვერპლ მოქალაქეებს რუსეთში საომრად მოტყუებით აგზავნიდნენ

09 მარ 202411:20
3 წუთის საკითხავი
clock 427
2024/03/09/garzzqdmezjg7kn.jpg

ინდოეთი აცხადებს, რომ "ადამიანებით ვაჭრობის მსხვილი" ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ახალგაზრდებს რუსეთში მოტყუებით სამუშაოს სთავაზობდა მხოლოდ იმისთვის, რათა უკრაინის ომში სურვილის საწინააღმდეგოდ გაეგზავნათ.

გამოძიების ცენტრალური ბიუროს ინფორმაციით (CBI), ამ დროისთვის ამ სქემით რუსეთში 35 ადამიანი მოხვდა. სულ მცირე ორი კაცი, რომელიც რუსეთში ჯარში "დამხმარედ" მუშაობის მოლოდინით წავიდა, ფრონტზე დაიღუპა.

CBI-ში აცხადებენ, რომ ადამიანით მოვაჭრეები, რომლებიც ინდოეთის რამდენიმე შტატში მოქმედებდნენ, მსხვერპლებს სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი აგენტების დახმარებით პოულობდნენ. სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნულია, რომ რამდენიმე კაცს საეჭვო რუსულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და უფასოდ ვიზის გახანგრძლივებას სთავაზობდნენ.

"ტრეფიკინგის მსხვერპლი ინდოეთის მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებებისთვის გაწვრთნეს და მათი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საბრძოლო ზონაში გაგზავნეს", - განაცხადეს CBI-ში.

ოპერაციის ფარგლებში გარკვეული დოკუმენტები, ელექტრონული ანგარიშები და 50 მილიონი რუპია ამოიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ომში ინდოელების მოტყუებით ჩათრევის ყველა შემთხვევას მოსკოვთან განიხილავდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც შვიდი კაცი ინდოეთის მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავდა, რათა სახლში დაებრუნებინათ. მათი თქმით, რუსეთში ისინი ტურისტული ვიზით გაემგზავრნენ, თუმცა ახლა იძულებულნი არიან არმიაში იმსახურონ.


close დახურვა