ინდოეთის პოლიციამ ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დახოცა. 4 დაკავებული დღეს სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილას მიიყვანეს, თუმცა მათ პოლიციისთვის იარაღის წართმევა და გაქცევა სცადეს. სწორედ ამ დროს ესროლეს ძალოვნებმა ეჭვმიტანილებს. დაშავდა ორი სამართალდამცველიც.
ტრაგედია გასულ კვირას ქალაქ ჰაიდარაბადში მოხდა. მამაკაცების ჯგუფმა 27 წლის ვეტერინარი ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს და ცხედარი დაწვეს. მომხდარმა რეგიონში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.