logo
ENG



ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა - დაიღუპა 38 ადამიანი

16 ნოე 202308:46
3 წუთის საკითხავი
clock 3422
2023/11/16/4n2bbdijmosgxxp.png

ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის მთიან რაიონში მოხდა.

მომხდარს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაღუპულების და დაშავებულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან.


close დახურვა