კოვიდ 19-თან ბრძოლის პარალელურად ინდოეთში სიმბოლური აქცია უკვე მეორედ მოაწყეს. პანდემიისგან გამოწვეული სავალდებულო იზოლაციის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს ადილობრივებმა და სანთლები დაანთეს. სიმბოლურ აქციაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ.
იყვნენ ისეთებიც ვინც აქციას საცხოვრებელი სახლის აივნიდან ელექტრო სანათით შეუერთდა. ორი კვირის წინ ინდოეთი 21 დღის ვადით ჩაიკეტა. გადაადგილება შეეზღუდა ქვეყანაში მცხოვრებ ერთ მთელ სამ მილიარდ ადამიანს. ამ დროისთვის ინდოეთში ახალი კორონავირუსისგან დაინფიცირების ოთხი ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულია 118.