logo
ENG



ინდოეთში დაბინძურებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

22 ივნ 202413:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/22/3t51lml04i1mldw.jpg

ინდოეთის სამხრეთ შტატში, ტამილ ნადუში დაბინძურებული ალკოჰოლის მოხმარების შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ 100 ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაში იმყოფება.

ოთხშაბათის შემდეგ 200-მდე ადამიანი კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით მივიდა მას შემდეგ, რაც მიიღეს ალკოჰოლი, რომელშიც მეთანოლი იყო შერეული.

აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. .

როგორც Reuters წერს, არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა ინდოეთში, სადაც ცოტას შეუძლია ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში არსებობს მოთხოვნა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დარეგულირდეს.


close დახურვა