logo
ENG



ინდოეთში ნავის გადაბრუნების შედეგად ტბაში 12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიხრჩო

18 იან 202420:54
3 წუთის საკითხავი
clock 400
2024/01/18/3632sztgknxro74.jpg

დასავლეთ ინდოეთში, ჰარნის ტბაზე ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიღუპა. როგორც Reuters წერს, ნავით ისინი პიკნიკზე მიდიოდნენ.

მაშველებმა წყლიდან 20 მოსწავლე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

თავდაპირველად უცნობი იყო ნავზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, ადგილობრივ მედიებში კი ინციდენტის მიზეზად ნავის გადატვირთულობა დაასახელეს, რაც პოლიციამ არ დაადასტურა.

როგორც ქალის პოლიციის უფროსმა თქვა, ტბაზე მგზავრობის დროს მგზავრებს სამაშველო ჟილეტები არ ჰქონიათ. ბავშვები 7-დან 13 წლამდე ასაკის იყვნენ და ისინი ვადოდარის სკოლაში სწავლობდნენ.

დაღუპულთა ოჯახები და დაშავებულები ხელისუფლებისგან კომპენსაციას მიიღებენ.


close დახურვა