ინდოეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.
შემთხვევა ნიუ-დელიდან 200 კილომეტრით დაშორებით, უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. სულ მცირე, 150 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.